თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ტრადიციულად
ორგანიზებას უწევს სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციას "ანტიკურობის თანამედროვეობა", რომელიც წელს გაიმართება 27-29 მაისს, ჰიბრიდულ ფორმატში და მასში მონაწილეობს 34 მომხსენებელი მსოფლიოს ხუთი ქვეყნიდან (საქართველო, საბერძნეთი, ესპანეთი, აშშ და ბრაზილია).
კონფერენციის ფარგლებში მუშაობს სამი სექცია:
I სექცია - ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის აქტუალური საკითხები
II სექცია - ანტიკურობის რეცეფცია მსოფლიო კულტურაში
III სექცია - კლასიკური ფილოლოგიის აქტუალური საკითხები
კონფერენცია ტარდება თსუ მერვე კორპუსში (ი. ჭავჭავაძის გამზ. N 13, აუდიტორია N 220) და ონლაინ პლატფორმა ზუმის საშუალებით.
Join Zoom Meeting
https://us02web.zoom.us/j/89716064383?pwd=YW4veUFiZ0RuYkFqZEx6 WmtPckYvQT09
Meeting ID: 897 1606 4383
Passcode: 784685
დამატებითი ინფორმაცია იხ. კონფერენციის პროგრამაში.